19, მაისი 2019 17:09:00
„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე - ნუ შეუშინდებით ჟურნალისტებს, თქვენ ამის უფლება გაქვთ „-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საარჩევნო უბნებთან სიებით მყოფ კოორდინატორებს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი კანონს არ არღვევენ და საქმიანობაში ხელის შეშლის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვისაკენ მოუწოდა.